ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
ამბროლაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG)
ამბროლაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (ამბროლაურის LAG) არის სამოქალაქო, საჯარო და სამეწარმეო სუბიექტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას. ამბროლაურის LAG დაფუძნდა 2024 წლის პირველ თებერვალს
წევრების შესახებ
LAG-ის წევრები
დღეისთვის ამბროლაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი აერთიანებს 42 წევრს
მმართველობა
ამბროლაურის LAG მმართველობა
ამბროლაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც შედგება მისი ყველა წევრისგან. საერთო კრება გეგმიურად იკრიბება წელიწადში შერთხელ და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის სტრატეგიულ საკითხებზე, ისმენს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ანგარიშებს და ირჩევს მმართველ საბჭოს.
ამბროლაურის LAG-ის მმართველი საბჭო
მმართველი საბჭო პასუხისმგებელია საერთო კრების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საერთო კრების წინაშე.
ამბროლაურის LAG-ის მმართველი საბჭო შედგება საერთო კრების მიერ არჩეული 15 წევრისგან. მმართველი საბჭოში სამოქალაქო, სამეწარმეო და საჯარო სექტორები წარმოდგენილი არიან თანაბარი რაოდენობით - თითოეული სექტორი 5 წარმომადგენლით..
გაიცანით ჩვენი მმართველი საბჭო
ჩვენი წარმატების მამოძრავებელი ერთგული ადამიანები
ნინო კერესელიძე
საბჭოს თავმჯდომარე
ამბროლაურის LAG-ს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთლიანი რეგიონის წინსვლაში და საბჭოს თავმჯდომარეობა ერთგვარი გამოწვევაა - რა შეგვიძლია ერთად! მჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი ხედვის რეალიზებას.
ავთანდილ მიქიაშვილი
საბჭოს წევრი
როგორც LAG-ის მმართველი საბჭოს წევრი, ჩვენს საქმიანობას წარმატებულად ჩავთვლი, თუ მოვახერხებთ დასახული მიზნებისა და ამოცანების 50%-ის განხორციელებას მაინც.
ანა მურუსიძე
საბჭოს წევრი
მჯერა, რომ ჩვენ, განსხვავებული შეხედულებების, საქმიანობისა და ინტერესის სფეროს მიუხედავად, შევძლებთ ვიმუშაოთ ერთი მიზნისთვის და ამასთან, მივიღოთ საერთო საქმის ერთად კეთების გამოცდილება.
ეკატერინე კიბაბიძე
საბჭოს წევრი
ვფიქრობ, LAG-ის მუშაობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში.
ელიკო რუსიშვილი
საბჭოს წევრი
ჩემთვის LAG-ის საბჭოს წევრობა მნიშვნელოვანია და შევეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, კონკრეტულად ჩემი თემის ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
მაკა გოცირიძე
საბჭოს წევრი
მჯერა, რომ LAG ბევრ საინტერესო და ინოვაციურ პროექტს განახორციელებს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. მე, ჩემის მხრივ, არ დავიშურებ ძალისხმევას.
კესო შიშინაშვილი
საბჭოს წევრი
ამბროლაურის LAG აქტიურ რეჟიმში იმუშავებს, რათა აღმოიფხვრას არსებული პრობლემები, გამოიკვეთოს პრიორიტეტები და გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრების ხარისხი.
ლამარა ბოჭორიშვილი
საბჭოს წევრი
LAG მაძლევს იმედს, რომ რაჭაში ახალი და ძალიან კარგი ამბები დაიწყება და მიზარია, რომ მეც ვიქნები ამ დიდი საქმის მონაწილე.
თამარ ქევანიშვილი
საბჭოს წევრი
LAG-ის ეფექტურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სექტორის წარმომადგენელი ერთი მაგიდის გარშემო იკრიბება საერთო მიზნისთვის.
ნათია მაისაშვილი
საბჭოს წევრი
ვისურვებდი, რომ ამბროლაურის LAG იყოს ერთგვარი დამაკავშირებელი ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. იმედი მაქვს, რომ ამბროლაურის LAG ჩვენს თემში იმის მსგავს როლს ითამაშებს, როგორ როლსაც ევროპული LAG-ები თამაშობენ თავიანთი თემებისთვის.
ნინო იმნაძე
საბჭოს წევრი
მე მჯერა, რომ ადგილობრივი განვითარება სწორედ აქტიური და ერთიანი საზოგადოების ძალაზეა დამყარებული.
სალომე სალუქვაძე
საბჭოს წევრი
მინდა, წვლილი შევიტანო ჩემი მუნიციპალიტეტისა და რეგიონის განვითარებაში და ვფიქრობ, რომ LAG-ის წევრობით ამას მეტად შევძლებ.
ქრისტინა ქურციკიძე
საბჭოს წევრი
ჩვენს მუნიციპალიტეტში LAG-ის დაარსების დღიდან აქტიურად ვიყავი ჩართული მის მიერ განხორციელებულ აქტივობებში. ეს იყო საინტერესო გამოცდილება ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ახლა, როგორც მმართველი საბჭოს წევრს, LAG-თან ერთად კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები მელის წინ.
ხათუნა გურაბანიძე
საბჭოს წევრი
LAG-ის ხელშეწყობით კიდევ უფრო განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, მხარდაჭერილი იქნება ახალი იდეები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ახალგაზრდების რეგიონში დასაქმებას.
ჯამბულ ყრუაშვილი
საბჭოს წევრი
დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ერთ წელიწადში ვიამაყებთ ჩვენი წამოწყებული საქმეებით.